აშშ-ის ელჩი: „სიურპრიზი იყო უარი სესხზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირისგან შეიძლება მიეღო“

02 სექ 2021

ჩვენთვის სიურპრიზი იყო მთავრობის განცხადება, რომ საქართველოს არ სჭირდება 75 მლნ ევროს დახმარება მიუხედავად პანდემიისა და უმუშევრობისა - ამას გამოეხმაურება ვაშინგტონიც. ასეთია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადება.

დიპლომატის თქმით,  მიუხედავად აღნიშნული ფაქტისა, რეფორმები, რაზეც გასულ წელს საქართველო და ევროკავშირი მუშაობდნენ, უნდა გაგრძელდეს.