აჭარაში კორონავირუსის 295 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 12 პაციენტი

02 სექ 2021

აჭარაში კორონავირუსის 295 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 408 პირი, გარდაიცვალა 12 პაციენტი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 786 საიდანაც:

7 343 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 137, აჭარაში - 933, იმერეთში - 1 128.  მძიმე პაციენტია 1 608 პირი, მათ შორის, თბილისში - 686, აჭარაში - 192, იმერეთში - 361. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 380 პირი, მათგან თბილისში - 229, აჭარაში - 37, იმერეთში - 34.

2 680 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 226- თბილისში, 892 - აჭარაში.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 103 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 101, ხოლო აჭარაში - 2.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 579 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 878 პირი, აჭარაში - 5 464, იმერეთში - 3 865.