ბორჯომთან გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

01 სექ 2021

ხანძარი იყო ბორჯომში  სოფელ ქვაბისხევის მიმდებარედ, რომელიც  ლიკვიდირებულია. ცეცხლი  გავრცელებული იყო შერეული ტყის ქვედა საფარსა და ნაწილობრივ ხეებზე.  

რთული რელიეფის გამო, კერებთან ვერ ხერხდებოდა სპეციალური ტექნიკის მიყვანა და მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლი ინდივიდუალური აღჭურვილობის საშუალებით ჩააქრეს.

პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც მონაწილეობდა.