საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ხვალ კოსოვოს დაუპისრისპირდება

01 სექ 2021

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩისთვის დღეს ბათუმის ახალ სტადიონზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს გამართავს.  ჩვენი გუნდი 2 სექტემბერს 20:00 საათზე ბათუმში კოსოვოს ნაკრებს დაუპირისპირდება. 

მზადების პროცესში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფოთის სტადიონზე 25 კაციანი შემადგენლობით მეორე ვარჯიში გამართა.

ქართველი შემტევი ვაკო ყაზაიშვილი ეროვნულ ნაკრებს დღეს შეუერთდა და სავარჯიშო პროცესში 1 სექტემბრიდან ჩაერთვება. გურამ კაშია, დავით ხოჭოლავა და ოთარ კიტეიშვილი კი, კოსოვოს წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის ინდივიდუალური პროგრამით ემზადებიან.