საქართველოში კორონავირუსის 3886 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 74 პაციენტი

01 სექ 2021

საქართველოში კორონავირუსის 3886 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 74 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 4103 პირი.

გუშინ საქართველოში 52 162 ტესტი ჩატარდა.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის –  9.99 %, ბოლო შვიდი დღის – 9.36 %.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 553 697  შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 497 517 გამოჯანმრთელდა.