ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში ხანძარია

31 აგვ 2021

ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში ხანძარია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

მათივე ცნობით, სიტუაცია კონტროლირებადია.