„ლელო“ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას ითხოვს

31 აგვ 2021

„ლელო საქართველოსთვის“ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას ითხოვს. დღეს გამართულ  ბრიფინგზე პარტიის მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ვატო სურგულაძემ ხელისუფლებას მიმართეს.

მათი თქმით, ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა უკიდურესად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, რითაც მათი აზრით,  ხელისუფლებამ ვაქცინაციის იდეაც ჩააგდო.