აჭარაში კორონავირუსი კიდევ 423 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი

31 აგვ 2021

31 აგვისტოს მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსი 423 ადამიანს დაუდასტურდა. 

ბოლო 24 საათში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა  560 პაციენტი, გარდაიცვალა 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 963 საიდანაც: 7 457 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში 993. მძიმე პაციენტია 157, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 40 პირი.

2 840 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 277 – თბილისში, 1 033 – აჭარაში. 38 666 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 78 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 67, ხოლო აჭარაში – 11.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 688 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 23 664 პირი, აჭარაში – 5 975.