აბიტურიენტთა 76% სასწავლებლებში ჩაირიცხა

30 აგვ 2021

პანდემიის პირობებში  უკვე მეორედ ჩატარდა ერთიანი ეროვნული გამოცდები. რეგისტრირებული აბიტურიენტების  76%-ზე მეტი გახდა სტუდენტი.  სახელმწიფო გრანტი 6 500-ზე მეტმა ,  სახელწიფოს 100 % დაფინასება კი 4 200-ზე მეტმა  აბიტურიენტმა მიიღო. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უფასო ფაკულტეტებზე 4 ათას 224 აბიტურიენტი გააგრძელებს სწავლას. პირველკურსელებმა  იმ უმაღლეს  სასწავლებლებში, სადაც  მოხვდნენ,  რეგისტრაცია  უახლოეს ერთ კვირაში უნდა გაიარონ. 100% - იანი  გრანტი მიიღეს  აბიტურიენტებმა აჭარაშიც.