„გარდენია შევარდნაძეში“ კოვიდრეგულაციები დაირღვა - კაფე დალუქულია

29 აგვ 2021

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი არ მცირდება. ის 60-დან  79 -მდე მერყეობს. გარდაცვალებისა და ინფიცირების საგანგაშო სტატისტიკის ფონზე მასობრივ თავყრილობებს ადგილი ისევ აქვს.

დღეს სწორედ კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო შრომის ინსპექციამ კაფე „გარდენია“ ჯერ დააჯარიმა, შემდეგ კი დალუქვის მექანიზმი გამოიყენა.