ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში

28 აგვ 2021

ბათუმში, ჭავჭავაძის და ასათიანის ქუჩების კვეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა, რის შემდეგაც ერთი ავტომობილი ამობრუნდა.

ავარიის დროს მოქალაქეები არ დაშავებულან. 

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები და სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადები. მიმდინარეობს გამოძიება.