ბათუმმა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა

28 აგვ 2021

ბათუმმა ულტიმეტ სტრონგმენში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. ტურნირში, რომელსაც უძლიერესი მამაკაცი უნდა გამოევლინა, შვედეთის, ლიტვის, გერმანიის, უკრაინისა და საქართველოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეჯიბრება ხუთ დისციპლინაში გაიმართა: ბათუმელმა ბაგრატ ჟღენტმა ტრაილერი კბილებით გასწია, რითაც გინესის რეკორდზე პრეტენზია განაცხადა. 

ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე 18 წლის იყო, ყველაზე ასაკოვანი 44-ის. ხუთივე მოძრაობის შემდეგ საერთაშორისო მსაჯთა ბრიგადამ პრიზიორები და გამარჯვებულები გამოავლინა.მესამე ადგილზე  საქართველოს წარმომადგენელი ლუკა ჩიკვილაძე გავიდა.