მკაცრად ვგმობ ქაბულში ტერორისტულ თავდასხმას - საქართველოს პრეზიდენტი

27 აგვ 2021

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქაბულში ტერორისტულ თავდასხმას გმობს. ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

''მკაცრად ვგმობ ქაბულში მომხდარ ტერაქტს და მწუხარებას გამოვთქვამ ავღანელი სამოქალაქო პირებისა და აშშ-ს სამხედროების დაღუპვის გამო.

ევაკუაციის პროცესი მშვიდობიანად უნდა წარიმართოს. საქართველო გააგრძელებს მხარდაჭერას მათ მიმართ, ვინც ევაკუაციის პროცესს ახორციელებს და ძალადობის წინააღმდეგ სოლიდარობას გამოხატავს'' - წერს საქართველოს პრეზიდენტი.