აჭარაში კოვიდი 449 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 11 პაციენტი 

27 აგვ 2021

27 აგვისტოს მონაცემებით, აჭარაში კოვიდი 449 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 11 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 563 ადამიანი. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 55 573 საიდანაც 7 493 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში 1 011. მძიმე პაციენტია 161, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 40 პირი.

3 205 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 450 - თბილისში, 1 183 - აჭარაში.

44 875 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 130 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 128, ხოლო აჭარაში - 2.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 565 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 27 451, პირი, აჭარაში - 7 541.