26 აგვ 2021
სრულად ვაქცინირებული ოჯახებისთვის სამი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადების გაუქმებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის ფასის განახევრების ინიციატივით გამოდის „ნაციონალური მოძრაობა“.
ხატია დეკანოიძის თქმით, აუცილებელია, რომ სრულად ვაქცინირებულმა სოციალურად დაუცველებმა დამატებით ერთი თვის დახმარება მიიღონ, ხოლო ასევე სრულად აცრილმა პენსიონერებმა - დამატებით ნახევარი თვის პენსია.