ტურისტული კომპანიების, განთავსებისა და კვების ობიექტებისთვის ვაქცინაციის სტიმულირების პაკეტი მომზადდა

26 აგვ 2021

ტურიზმის კერძო სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაციის სტიმულირების პროექტის ფარგლებში, ტურისტულ სექტორში ჩართული კომპანიები, მათ შორის რესტორნები და განთავსების ობიექტები, რომელთა დასაქმებულების 60% იქნება სრულად ვაქცინირებული, ტურისტულ გამოფენებზე 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ, ხოლო ის კომპანიები, რომელთა თანამშრომლების 80% იქნება სრულად ვაქცინირებული - 50%-იანი ფასდაკლებით.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ 2021-2022 წლებში ორგანიზებული საერთაშორისო და შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის მედია და გაცნობითი ტურების ორგანიზებისას მომსახურების შესყიდვისას, ეს იქნება ტრანსპორტირება, კვებისა და განთავსების ობიექტები და ა.შ. პრიორიტეტის მინიჭება კომპანიებს, რომელთა თანამშრომელთა 60% იქნება ვაქცინირებული.

ასევე შეღავათებით ისარგებლებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერადად აცრილი გიდები.