გარდაცვალების მორიგი რეკორდული მაჩვენებელი - კოვიდაფეთქება ქვეყანაში

26 აგვ 2021

24  წლის ქალი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა. იგი ბათუმის სამშობიარო  სახლიდან გადაიყვანეს ქუთაისში. 

კოვიდინფიცირებული ახალგაზრდა ქალი 35 კვირის ორსული იყო.  კოვიდ 19-ის გამო საქართველოში კიდევ ერთი ახალგაზრდა, 24 წლის ბიჭიც გარდაიცვალა. 

სულ ბოლო 24 საათში 79 ჩვენი მოქალაქე იმსხვერპლა კორონავირუსმა.  

სიკვდილიანობის  ასეთი მაღალი მაჩვენებელი აქამდე არ ყოფილა. მხოლოდ აგვისტოში 1200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა კოვიდინფექციამ.