კოვიდი - გარდაცვალების მთავარი მიზეზი გახდა

24 აგვ 2021

შეზღუდვების დაწესებიდან ათ დღეში დამატებითი რეგულაციები, ინფიცირებულთა ისევ  6000 ამდე ახალი შემთხვევა და 60 გარდაცვლილი. კოვიდით სიკვდილიანობა ბოლო კვირაში პირველ  ადგილზეა, გაასწრო გარდაცვალების ისეთ მთავარ მიზეზებს, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ინსულტი და სიმსივნე. კლინიკებში მოთავსებული პაციენტებიდან 70% ჟანგბადდამოკიდებულია. მოკლედ ასეთი, საკმაოდ რთული და მძიმე ეპიდვითარებაა ქვეყანაში.