დღევანდელი ეპიდსიტუაციით საკლასო ოთახებში სწავლის დაწყების რეკომენდაციას ვერ გავცემთ - ამირან გამყრელიძე 

24 აგვ 2021

დღევანდელი ეპიდსიტუაციით და ამ მაჩვენებლებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, საკლასო ოთახებში სწავლის დაწყების რეკომენდაციას ვერ გასცემს - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე თქმით, დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბლა უნდა ჩამოვიდეს, პარალელურად მასწავლებლებისა და  სკოლაში მომუშავე პერსონალის 80% უნდა იყოს აცრილი.

''სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინების შემდეგ დასწრებულ სწავლებაზე რეკომენდაცია გაიცემა. რაც შეეხება ​ონალინსწავლებას, ამას განათლების სამინისტრო გადაწყვეტს'' - განაცხადა ამირან გამყრელიძმ