ხანძრის შედეგად მექსიკის ყურეში 5 ადამიანი დაიღუპა

24 აგვ 2021

ხანძრის შედეგად მექსიკის ყურეში 5 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა, ორს კი ამ დრომდე ეძებენ. შემთხვევა ერთერთ ნავთობ პლატფორმაზე მოხდა, როდესაც ბრიგადები ტექნიკურ სამუშაოებს ატარებდნენ.

ამჟამად ადგილზე გაზისა და ნავთობის მოპოვების სამუშაოები შეჩერებულია. ცეცხლის გაჩენის მიზეზის დასადგენად გამოძიება დაწყებულია.