ჯანმო-ს მეცნიერი - აცრა კორონავირუსისგან სრულად გამოჯანმრთელებისთანავე შეგიძლიათ

24 აგვ 2021

აცრა კორონავირუსისგან სრულად გამოჯანმრთელებისთანავე შეგიძლიათ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეცნიერმა სუმია სვამინათანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგიერთ ქვეყანაში მოქალაქეებს ურჩევენ, კორონავირუსის გადატანის შემდეგ 3-6 თვით დაიცადონ, ვინაიდან დაინფიცირების შემდეგ წარმოქმნილი ბუნებრივი ანტისხეულები ადამიანს სულ მცირე აღნიშნული პერიოდის განმავლობაში იცავს, ზოგ შემთხვევაში კი ქვეყნები ამას იმის გამო აკეთებენ, რომ ვაქცინის დეფიციტი აქვთ.