საქართველოს კონსტიტუციის დღე

24 აგვ 2021

დღეს საქართველოს კონსტიტუციის დღე აღინიშნება. სწორედ ამ დღეს, 1995 წლის 24 აგვისტოს პარლამენტმა მიიღო ქვეყნის ძირითადი კანონი - საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ეყრდნობოდა საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას.  კონსტიტუციის 100 წლის  იუბილე მოსახლეობას პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში მიულოცა. 

როგორც სალომე ზურაბიშვილი წერს, ქვეყნის მთავარი დოკუმენტი თავისი ფასეულობებით ერთ-ერთ პროგრესულ კონსტიტუციადაა აღიარებული,  გამოირჩევა თანამედროვეობის ძირითად კანონებს შორისაც  და ის ქვეყნის მოქალაქეების გამაერთიანებელი დოკუმენტია.

ამ დღის აღსანიშნავად  კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე წელს ფართომასტაბიანი ღონისძიებები არ გაიმართება.