თამარ კორძაიას განცხადება

24 აგვ 2021

ხელისუფლება აგრძელებს საარჩევნო კომისიაში მისთვის სასურველი ადამიანების დანიშვნას - განაცხადა თამარ კორძაიამ.

პოლიტიკური გაერთიანების „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ წევრი  ხელისუფლებას უკანონო და თვითნებური გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს.

მიაჩნია, რომ  მმართველი  პარტია  პანდემიით სარგებლობს, რადგან ადამიანები პროცესებში აქტიურად მონაწილეობას ვერ ახერხებენ.