თბილისში ახალი საველე ჰოსპიტალი მოეწყო, სადაც 20 პაციენტი მკურნალობს

23 აგვ 2021

თბილისში კიდევ ერთი საველე ჰოსპიტალი მოეწყო.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ქავთარაძის ქუჩაზე განთავსებულ საველე ჰოსპიტალში 200-მდე საწოლია მობილიზებული და სრულად უზრუნველყოფილია ჟანგბადით.

კოვიდდეპარტამენტი მოწყობილია ნატალია კვანტალიანის სახელობის ცენტრის ბაზაზე.

არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე იქ მკურნალობას აგრძელებს 20 პაციენტი, რომლებიც საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან.