მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 212 მილიონს გადააჭარბა

22 აგვ 2021

მსოფლიოში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 212 მილიონს გადააჭარბა.

შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4 მილიონ 400 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 189 მილიონ 7 ათასს შეადგენს.

მსოფლიოში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებულია  18 მილიონამდე მოქალაქე.