დიეგო ჩხიკვაძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

21 აგვ 2021

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წვერი დიეგო ჩხიკვაძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია.

რუსეთის ქალაქ უფაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ჩხიკვაძე რუსეთის ნაკრების წევრთან საიდ ჰუსეინ ბაკაევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

დიეგო ჩხიკვაძე ევროპის მოქმედი ჩემპიონია, ეს ტიტული მან 2 თვის წინ მოიგო.

ხვალ ფინალში კიდევ ერთი ქართველი გიორგი ჩხიკვაძე იასპარეზებს. ის რუსეთის ნაკრების წევრ ევგენი ბაიდუსოვს შეხვდება.

ლუკა ოჩიგავა და საბა მამალაძე კი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.