უკრაინაში პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

21 აგვ 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში დაიწყო.   ირაკლი ღარიბაშვილს უკვე შეხვდა უკრაინელ კოლეგას დენის შმიგალს ქალაქ ლვოვში.

ხვალიდან, კი ოფიციალური შეხვედრები კიევში გაიმართება. პრემიერი მონაწილეობას მიიღებს ყირიმის პლატფორმის სამიტში, რომელსაც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები ესწრებიან. საქართველოს დელეგაციაში, პრემიერთან ერთად ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი თავდაცვის მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი იმყოფებიან.