საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროჩელენჯერის ფინალში გავიდა 

20 აგვ 2021

საქართველოს 16 წლამდე კალათბურთის ეროვნული ნაკრები ევროჩელენჯერის ფინალშია. ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ევროჩელენჯერის ნახევარფინალში საქართველოს 16 წლამდე ნაკრებმა უკრაინელი თანატოლები 20 ქულიანი სხვაობით 82-62 დაამარცხეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.

21 ქულით, 8 გადაცემით, 7 მოხსნით და 7 ჩაჭრით ლუკა ალავიძე საუკეთესო იყო.

ჩემპიონის ტიტულისთვის საქართველო უნგრეთის ნაკრების დაპირისპირება. ფინალური მატჩი 21 აგვისტოს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.