კლინიკა "ბომონდში" 47 წლის კოვიდინფიცირებული ტყუპების დედა გახდა

20 აგვ 2021

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ 47 წლის კოვიდდადებითმა ქალმა ტყუპები გააჩინა. ინფორმაციას კლინიკა თავად ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქალი შვილს 10 წლის განმავლობაში ელოდა. ტყუპი ქალ-ვაჟი ქვეყანას „კლინიკა ბომონდში“, ფერიცვალების დღესასწაულზე, საკეისრო კვეთის გზით მოევლინა.

გასული 24 საათის განმავლობაში კლინიკაში 10 ახალშობილი დაიბადა. აქედან 7 ფიზიოლოგიურ, ხოლო 3 კოვიდსამეანო განყოფილებაში გაჩნდა.

დედებისა და ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

 

 

ფოტო: კლინიკა "ბომონდი"