აჭარაში კორონავირუსის 677 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 12 პაციენტი

20 აგვ 2021

აჭარაში კორონავირუსის 677 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 333 პაციენტი, გარდაიცვალა 12.

ბოლო მონაცემებით რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 951 პირი, მათგან მძიმეა 145-ის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 26.

ამ ეტაპზე კოვიდ სასტუმროებში მკურნალობას გადის 1 333 პირი, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 5.

აჭარის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 8 203 პირი.