თბილისში ახალნამშობიარევი ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა

19 აგვ 2021

თბილისში კორონავირუსით ახალნამშობიარევი ქალი გარდაიცვალა, მას ვირუსი ორსულობისას დაუდასტურდა, რის შემდეგაც დაავადება გაურთულდა და ბოკერიას კლინიკაში აგრძელებდა მკურნალობას. თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

საკეისრო კვეთის შემდეგ ახალგაზრდა ქალი რეანიმაციაში 1 თვის განმავლობაში მკურნალობდა. ექიმებმა ბავშვის გადარჩენა შეძლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ ყოფილა.