სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები მოსახლეობის ვაქცინაციას განაგრძობენ

19 აგვ 2021

სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები მოსახლეობის ვაქცინაციას განაგრძობენ.დღეს  მცხეთაში, სოფელ ვაზიანში მცხოვრები მოსახლეობა აიცრა.

თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი მობილური სამხედრო - სამედიცინო ჯგუფები, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ ვაქცინაციის პროცესის ხელმისაწვდომობას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ ვაქცინაციის პუნქტებამდე მისვლას.