დამატებითი ვაქცინაციის კაბინეტი თავდაცვის ძალებში

19 აგვ 2021

ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ახლად გარემონტებულ ლაზარეთში ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების  ცნობით, დამატებითი პუნქტის გახსნის საჭიროება დღის წესრიგში ბრიგადის პირადი შემადგენლობის მაღალი მიმართვიანობის შესაბამისად დადგა.