აჭარაში კორონავირუსის 739 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი

19 აგვ 2021

აჭარაში კორონავირუსის 739 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში რეგიონში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 493 პაციენტი, გარდაიცვალა 3.

ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 949 პაციენტი. მათგან მძიმეა 146-ის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 23.

ამ ეტაპზე კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებულია 1 298 პირი, საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული 5.

აჭარის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 7 875 პირი.