18 აგვ 2021
ბათუმის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი თემურ ტუღუში 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვეტერანი ფეხბურთელი ბოლოს ბათუმის "დინამოს" აკადემიაში 19 წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო.
ტუღუში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროთასებზე ჰეთ-თრქი შეასრულა.
თემურ ტუღუშმა ბათუმის "დინამოს" მაისურით 304 შეხვედრაში 71 გოლი გაიტანა. ტუღუში ბათუმის "დინამოს" გარდა სხვადასხვა დროს თბილისის "დინამოში", ფოთის "კოლხეთში" და თელ ავივის "ბნეი იუდეაში" თამაშობდა.