გზის რეაბილიტაცია ჯიხანჯურში

18 აგვ 2021

 ქობულეთში, სოფელ ჯიხანჯურში,  ვაჟა შაინიძის ქუჩის მოწესრიგება გრძელდება. ასფალტობეტონის საფარი დაიგება  2 კილომეტრზე მეტ მონაკვეთზე.  

უკვე მოეწყო სხვადასხვა ტიპის ხელოვნური ნაგებობა, სანიაღვრე არხები და ეზოებთან მისასვლელები. სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ასრულებს.