თავდაცვის ძალები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთვნენ

17 აგვ 2021

პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად, თავდაცვის ძალები  კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ჩაერთვნენ. სამხედრო მოსამსახურეების დახმარებით ორ ლოკაციაზე - დიღომსა და სამგორში საველე ჰოსპიტლები მოეწყო. 

თავდაცვის სამინისტრომ ასეულობით საწოლი გადასცა ჯანდაცვის სამინისტროს. შეიქმნა  მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები, რომლებიც საჭიროების შესაბამისად ჩაერთვებიან პროცესებში.

აღნიშნული ჯგუფები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ ვაქცინაციის პროცესის ხელმისაწვდომობას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ არსებული ვაქცინაციის ლოკაციებით სარგებლობას.