საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის პროცესი დასრულდა

16 აგვ 2021

საოლქო საარჩევნო კომისიებში  საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის პროცესი დასრულდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება 3 ათას 664 საარჩევნო უბნიდან. საოლქო საარჩევნო კომისიებმა ხელახალი კონკურსი 226 ვაკანსიაზე 151 საარჩევნო უბანზე გამოაცხადეს.  

საოლქო საარჩევნო კომისიების 145-მა წევრმა ნათესაური კავშირის დადასტურების გამო, 155 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევაში არ მიიღეს მონაწილეობა.

იმ უბნებზე, სადაც სრულად ვერ შეივსო  კომისიის შემადგენლობა, საოლქო საარჩევნო კომისია 3 დღის ვადაში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს  კონკურსში მონაწილე კანდიდატთაგან ან ხელახლა გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე შეარჩევს.