დაჯარიმებული და დალუქული ობიექტები

14 აგვ 2021

რეგულაციების დარღვევისთვის, აჭარაში 30-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი დაჯარიმდა, დაილუქა ათამდე ობიექტი.

აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობაზე ზედამხედველობის პროცესში შრომის ინსპექციის სამსახურთან ერთად, შსს-ს კრიმინალური და  საპატრულო  პოლიცია,  შემოსავლების, სურსათის უვნებლობის და ადგილობრივი მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები არიან ჩართულები. შრომის ინსპექციის სამსახური ბიზნესობიექტებს არანებადართული ეკონომიკური საქმიანობის შეჩერებისკენ მოუწოდებს.