ქართველი ოლიმპიელების დაჯილდოვება

15 აგვ 2021

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულს  მილიონი, ვერცხლის მფლობელს ნახევარი მილიონი, ბრინჯაოს კი 250 ათასი ლარი გადაეცემა. პრემიერმა, ხაზი გაუსვა, რომ  8 მედალი ისტორიული შედეგია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, ოლიმპიელებს სიტყვით ასევე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ,თბილისის მერმა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა. თავად სპორტსმენებმა კი ყველა გულშემატკივარს მადლობა გადაუხადეს.