გადადებული ჩემპიონატი

14 აგვ 2021

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, დღეიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გასამართი ყველა ჩემპიონატი დროებით შეჩერდება.

დადგენილების თანახმად, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ყველა ლიგა 4 სექტემბრიდან განახლდება. ტურნირების განახლებული კალენდარი მოგვიანებით გახდება ცნობილი.