ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე დისტრიბუციის ავტომობილი გაჩხრიკეს

13 აგვ 2021

ბათუმში, ზურაბ გორგილაძის N2-ში სამართალდამცველების მიერ ჩხრეკის ოპერაცია ჩატარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ექსპერტ-კრიმინალისტებმა ერთ-ერთი დისტრიბუტორის ავტომობილი გაჩხრიკეს, რომელიც ყველის რეალიზაციას ეწეოდა.

აღნიშნული ავტომობილის ჩხრეკისას, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდო ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება.