პედაგოგების ვაქცინაცია

13 აგვ 2021

საქართველოს განათლებისა მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი პედაგოგებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ფაიზერის ვაქცინით აიცრა.

მისი თქმით, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია უსაფრთხო სასწავლო და სამუშაო გარემოს შექმნა, ამისათვის კი ვაქცინაცია არის ერთადერთი საშუალება.