წამახალისებელი აქცია აცრილებისთვის

12 აგვ 2021

წარადგინე კოვიდ პასპორტი და  მიიღე 500-ლარიანი  ვაუჩერი ქირურგიულ მომსახურებაზე. ასევე 50% ფასდაკლება სრულ ლაბორატორიულ კვლევებზე“ -ამ სლოგანით, ევექსის ჰოსპიტლები  ვაქცინაციის ხელშემწყობ კამპანიას განაგრძობს საქართველოს მასშტაბით და ამჯერად ბენეფიტებს შესთავაზებს ყველა იმ მოქალაქეს, ვინც კოვიდ-19 ვაქცინის 2 დოზით იქნება აცრილი.

კამპანიის ფარგლებში ბენეფიტების მიღება ევექსის 18-ვე სამედიცინო ცენტრშია შესაძლებელი. აღნიშნულ კამპანიაში ჩაერთო ქობულეთის რეგიონული ჰოსპიტალიც.