აჭარაში საკვებისა და სურსათის სარეალიზაციო 42 ობიექტში დარღვევები გამოავლინა - სეს

12 აგვ 2021

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარაში საკვებისა და სურსათის სარეალიზაციო 42 ობიექტში დარღვევები გამოავლინა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 42 ობიექტიდან  დარღვევა, 11 ხორცისა და თევზის რეალიზაციისას, 8 საშაურმეში, 13 საცხობსა და 10  საკონდიტროში დაფიქსირდა.

სახელმწიფო კონტროლის შედეგები იხილეთ თანდართულ ცხრილში: https://nfa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/721

სააგენტოში აცხადებენ, რომ დარღვევის ყველა ფაქტზე გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.