საინფორმაციო კამპანია ვაქცინაციაზე

12 აგვ 2021

მთავრობის ინიციატივით დღეიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოსახლეობისთვის ვაქცინაციაზე საინფორმაციო ბროშურების დარიგება დაიწყო, რომლის მიზანია თითოეული მოქალაქის სახლის კარამდე მივიდეს  ინფორმაცია - თუ რა არის ვაქცინა, რატომ უნდა აიცრას მოსახლეობა და რა გზებით არის შესაძლებელი ვაქცინის მიღება.