აჭარაში კორონავირუსი 811 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი

12 აგვ 2021

აჭარაში კორონავირუსის 811 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში რეგიონში კორონავორუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ  327 პაციენტი, გარდაიცვალა 3.

ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 898 პაციენტი, მათგან მძიმეა 139-ის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 22.

ბოლო მონაცემებით, აჭარის მასშტაბით კლინიკურ სასტუმროებში მკურნალობს 1 298 პირი, საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული 5, თვითიზოლაციაში იმყოფება 5 495.