სეტყვა ხულოში

11 აგვ 2021

დაბა ხულოსა და სოფლებში ძლიერი სეტყვა  იყო. ხულოს მერიის პრესცენტრში განაცხადეს, რომ  მოქალაქეების მხრიდან ზარალზე ინფორმაცია ამ დროისთვის არ შესულა.

შესაბამისად, ჯერ-ჯერობით უცნობია რა ზიანი მიადგა ფერმერებს.

მაღალმთიან აჭარაში ამ დრომდე წვიმს, თუმცა ჯერჯერობით მეწყერი ან მსგავსი  შემთხვევა არ დასტურდება.