„ევროპული საქართველო“, „გირჩი მეტი თავისუფლება“ და „დროა“ კონკურენტები არ იქნებიან

11 აგვ 2021

სამი ოპოზიციური პარტია, „ევროპული საქართველო“, „გირჩი მეტი თავისუფლება“ და „დროა“ შეთანხმდნენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში თბილისში ერთმანეთის კონკურენტები არ იქნებიან, მაჟორიტარულ ოლქებს გადაინაწილებენ და ერთმანეთის კანდიდატებს დაუჭერენ მხარს.

აცხადებენ, რომ 2 ოქტომბერს განსაკუთრებული არჩევნებია, რომელიც ბევრს რამეს გადაწყვეტს.