საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერა თურქეთს

11 აგვ 2021

ტელეფონით ისაუბრეს საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა. სალომე ზურაბიშვილმა მასშტაბური ხანძრებით დაზარალებული თურქი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ საქართველო არა მხოლოდ თურქეთის მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი, არამედ მეგობარი ქვეყანაა, რაც საქართველომ განსაცდელის ჟამს კიდევ ერთხელ დაადასტურა.